დმიტრო კულება – უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები – ომის დასასრულია

უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები – ომის დასასრულია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს. ის დასრულდა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება, ყველა ჩვენგანისთვის ეს კარგი არაფრით არ დასრულდება. აუცილებელია ყველა სახის იარაღისა და ამუნიციის შეუფერხებელი და დროული მიწოდებები, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და ევროპაში ომი უშუალოდ მასზე არ გავრცელდეს”,-განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საჭიროა ახალი რეალობის მიღება, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა.
„ეს, ჩემი აზრით, ის გზავნილია, რომლამდეც პარიზი მივიდა, როდესაც ერთი კვირის წინ სამიტი მოიწვია: ვისაც არ სჯერა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთაც შეიძლება მოხდეს, გავრცელდეს ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისთვის ნატო-ს ტერიტორიაა, გთხოვთ, გაიღვიძეთ, ისტორიის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ, მოუსმინეთ, რას ამბობს ახლა პუტინი და 10 განსხვავება იპოვეთ. ვერ იპოვით”, – განაცხადა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ