უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა, ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება
ვიზიტის დღის წესრიგში შედის ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა, ასევე უკრაინისა და თურქეთის დელეგაციების გაფართოებული ფორმატით შეხვედრა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი თურქული თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების კორვეტას „ჰეტმანი ივან მაზეპა“, რომელიც შენდება სტამბოლის მახლობლად გემთმშენებელ ქარხანაში.