გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან მივიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა მას აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააცნო.
კერძოდ, ისინი ითხოვენ, რომ მიეცეთ საშუალება სამინისტროს ეზოში შესვლის და პროტესტის იქ გაგრძელების.
გოლეთიანის თქმით, ამის უფლება თავად პოლიციის წარმომადგენელმა მისცა პროტესტის პირველ დღეს.
საპასუხოდ, მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სამინისტრის ეზოში შესვლაზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია”.
ამასთან, მან აქციის წარმომადგენლებს ჰკითხა, სურდათ თუ არა მათ შეხვედრის ჩანიშვნა, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა დადებითად უპასუხა.
ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.
ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ