რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული და იღბლიანი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
20 ნოემბერი
თუკი დღეს საჩუქარს გაგიკეთებენ, შეგაქებენ, წაგახალისებენ, იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურეთ, რადგანაც წინა პერიოდებში ბევრი იშრომეთ და მოინდომეთ. დღე პატარ-პატარა, სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე, მოტივაციას იგრძნობთ და იმაზე მარტივად გაუმკლავდებით არსებულ საქმეებს, ვიდრე სხვა დროს. დადებითი განწყობა კი მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
21 ნოემბერი
ადამიანების ცხოვრებაში კომუნიკაცია, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა. შესაძლოა, სრულიად უწყინარი ფრაზები პრობლემა გახდეს და წყენა გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგანაც კომუნიკაცია და ერთმანეთის სიტყვების აღქმა გართულებულია და შეიძლება, სრულიად უმიზეზოდ საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, ან კიდევ თავად აღიქვათ რაღაც არასწორად.
22 ნოემბერი
ამ დღეს შესაძლოა, სევდამ და უიმედობამ შეგიპყროთ და იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით, საკმარისი არ არის ის, რასაც აკეთებთ… ნუ ინერვიულებთ, ემოციური არასტაბილურობა მალე გადაივლის და კვლავ იპოვით მოტივაციას. იქამდე კი, აუცილებელია, საკუთარ თავს მადლობა უთხრათ ყველაფრისთვის. ყველა გამარჯვებისა და მარცხისთვის. დააფასეთ თითოეული კარგი ამბავი, თქვენი მონდომება და მცდელობა და მომავალში ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გამოგივათ… წაიკითხეთ ვრცლად..
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს