მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ, ორ მაღალ პოზიციაზე, აქედან …

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის გარდა კიდევ 2 პოზიციაზე წარადგენს კანდიდატურას, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია არამხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ თუ არ ვცდები, ორ მაღალ პოზიციაზე. ამის შესახებ პრემიერი თავადვე განაცხადებს, ჩემი ვარაუდით ეს იქნება მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრზე ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ერთი ადმინისტრაციის უფროსია, თუ არ გამოუცხადებია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს