ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთმა საქართველოს ნაკრები 3:1 დაამარცხა.
“ფურია როხას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა გავიმ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.
ესპანური მედიის ცნობით, პირველადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მინიმუმ 8 თვით იუქმებს. ამრიგად, გავისთვის სეზონი დასრულებულია.
შეძლებს თუ არა 19 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეისს ინფორმაციით, ამის შანსიც ძალიან მცირეა.