Audi-მ აეროდინამიკის ისტორიას გამოფენა მიუძღვნა და 1900-იანების მოდელებიც გააცოცხლა

მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების აქტიურ შემოდინებასთან ერთად აეროდინამიკური მანქანების განვითარება კვლავ აქტუალურ საკითხად იქცა. ამასთან დაკავშირებით, Audi-მ სპეციალური გამოფენა მოაწყო Audi museum mobile-ში, სადაც ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები აეროდინამიკის ისტორიაში მიიწვია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1945 წლამდე საავტომობილო ინჟინერიაში გამოყენებული აეროდინამიკური კონცეფციები. გამოფენა 2024 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
ედმუნდ რუმპლერი, პოლ ჯარეი და ბარონი რაინჰარდ ფონ კოენიგ-ფაქსენფელდი ის ადამიანები იყვნენ, ვინც 1900-იანი წლების დასაწყისში აეროდინამიკის პიონერებად მოგვევლინნენ. მათი გასაოცარი იდეები შთაგონებას ავიაციიდან და ბუნებიდან იღებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინდელი ტექნოლოგია ვერ შეედრება დღევანდელს. კვლევისა და დიზაინის ახალმა მეთოდებმა მათი იდეების ბოლომდე ხორცშესხმა დღეს მოახერხა.
აეროდინამიკური მანქანების შექმნა აქტუალური იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც. საწვავის მოხმარების შესამცირებლად ინჟინრები მიზნად ისახავდნენ სატრანსპორტო საშუალების ჰაერის წინააღმდეგობის შემცირებას და მანქანების უფრო შესაფერის, გრძელ დისტანციებზე მართვას.
ახალი სპეციალური გამოფენა Audi museum mobile-ში წარმოგიდგენთ კვლევასა და განვითარებას, ასევე ამ სფეროში წამყვან პიროვნებებს და 1945 წლამდე პერიოდის ძირითად აეროდინამიკურ კონცეფციებს. ასევე გამოფენილია იშვიათი და უნიკალური მანქანები – ათზე მეტი დიდი ექსპონატი. ისინი ეფექტურობის, მდგრადობისა და აეროდინამიკის უნიკალური დიზაინის შესანიშნავი კომბინაციას წარმოადგენენ.
გამოფენის მთავარი გმირია Audi Type C Jaray, რომელზეც ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი შემქმნელი თავის დროზე პოლ ჯარეი იყო. სპეციალურად გამოფენისთვის ეს მანქანა განახლდა და ის აეროდინამიკის შესანიშნავი ნიმუშია.