ფუფალას ქოლგის მსგავსი სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას სთავაზობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეცდომა იქნება.
„გახსოვთ ყველას ფილმის შთამბეჭდავი სცენა, სადაც ფუფალას უკავია ქოლგა. ის ქოლგა რა მდგომარეობაშიც იმყოფება, დაახლოებით, ამავე სიმტკიცის გახლავთ ის ქოლგა, რომელსაც სთავაზობს ახლა პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთელ ოპოზიციას. მე მგონია, ხვდებიან, რომ ოპოზიციაში ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვერ წყვეტენ უბრალოდ იმ დილემებს, რომლის წინაშეც არიან აღმოჩენილი და ამ ფონზე, რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდნენ, არ მგონია, არჩევანი ჰქონდეთ მაინცდამაინც სერიოზული, იმიტომ რომ საკუთარი თავი აღმოიჩინეს ისეთი დილემების წინაშე, სადაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მაინც შეცდომა იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.