ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31 – კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიმუშავებთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, როდესაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს მხარს დაუჭერს და ფოკუსირებული იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის მიღწევაზე – რუსეთის საგარეო უწყება