შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა – დაკარგულია ეკიპაჟის 12 წევრი

შავ ზღვაში ქარიშხლის დროს თურქული სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზედაც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა. მისი თქმით, გემი ჩაიძირა მას შემდეგ, რაც ტალღისმჭრელს შეეჯახა.
„როცა ამინდი გაუმჯობესდება, სასწრაფოდ დაიწყება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.