ხახმატი-შატილის, კორშა-ხახმატისა და ანდეზიტი-ღადოლარის გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილისა და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია.
კერძოდ, ხახმატი-შატილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კორშა-ხახმატის გზაზე კი აკრძალულია ყველა სახის ავტოტრასპორტის მოძრაობა გარდა მაღალი გამავლობის, ანუ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისა.
დიდთოვლობის გამო ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზეც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.