“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”– სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , “ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება ულოცავს და წერს:
“მინდა მივულოცო ჩემს თანაპარტიელებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, „ევროპის სახალხო პარტიაში“ ხმის უფლების მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირველებს საქართველოდან უკვე შეგვიძლია ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა, „ნაციონალები“ გავხდით პირველი ასეთი ქართველები. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა მივეცით ს ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც გავიდა ევროპულ არენაზე. 2004-ში პარტიის ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. მიუხედავად პატიმრობისა, მე მივიღე ოფიციალური მოწვევა დავსწრებოდი გუშინდელ ყრილობას და ჩემი მიმართვა წაკითხული იყო ათასობით დელეგატის წინაშე, გიორგი ბარამიძის მიერ”

ასევე დაგაინტერესებთ