: ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ

„დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება – დეზინფორმაციის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამჭვირვალობა, ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება ისეთი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე – კანონს.
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციის მძლავრი ტალღის შედეგად, შეცდომაში შეყვანილი ქართული საზოგადოება აამხედრეს იმ კანონის წინააღმდეგ, რაც ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს და რასაც დღეს ევროკავშირი იღებს. სამწუხაროდ, ამ მძლავრ დეზინფორმაციულ კამპანიას ამერიკული კანონის წინააღმდეგ, სათავეში თავად ამერიკის ყოფილი ელჩი ედგა. რა მოხდა ერთი წლის წინ? რატომ დასჭირდათ ასეთი მასშტაბური დეზინფორმაცია? რისი შეეშინდათ და რისი გამხელა არ სურდათ ქართველი ხალხისთვის? ეს არის კითხვები, რომელზედაც პასუხები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავად ფაქტებმა გასცა. ალბათ ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება მსგავსი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე კანონს.
ჩვენი სიმართლე საზოგადოებამ ფაქტებით დაიჯერა: გამოაშკარავდა არაერთი მტკიცებულება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ფულით.
ასევე, გამოვლინდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტი, სადაც ახალგაზრდებს წვრთნიან რევოლუციონერებად ხელისუფლების წინააღმდეგ. რომ არა ამერიკული FARA, ჩვენ ვერ გავიგებდით იმას, თუ რა თანხას ხარჯავენ სააკაშვილის ოჯახი და ტელეკომპანია „ფორმულა“ უცხოელ ლობისტებში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება.
სწორედ მტრობაზე დაფუძნებული რევოლუციის მოწყობა სურდათ შარშან, რაც არ გამოუვიდათ. არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ, არამედ, მსოფლიომ დაინახა, თუ ვინ არის ნამდვილად ევროპული აზროვნების, ვის სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ვის მიჰყავს საქართველო პროგრესისკენ. ოპოზიციას ნაცარში ჩაუვარდა შარშანდელი რევოლუციის მცდელობაც, სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაც და ქართველი ხალხის მოტყუებაც. ამ ერთმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დეზინფორმაციის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამჭვირვალობა. ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები