სამხრეთმა აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, რომ ს წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს იმას, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.
პრეტორია თავის განაცხადს ასაბუთებს იმით, რომ ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული შიმშილობა.
ღაზის სექტორში მომარაგების კატასტროფული მდგომარეობის გამო ისრაელის მიმართ კრიტიკა ისმის არაერთი სხვა ქვეყნიდან.
ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ვიდრე ომამდე. ამ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა ლევიმ განაცხადა, რომ ბოლო ორ კვირაში რეგიონში დღეში სურსათით დატვირთული საშუალოდ 102 სატრანსპორტო საშუალება შედიოდა, რაც 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ომამდე.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ევროპის პარლამენტის წევრმა ჰანს უდო ბულმანმა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ განაცხადა, რომ ისრაელის წარმოდგენას ღაზის სექტორში მომარაგებაზე, მისი აზრით, რეალობასთან ნაკლები აქვს საერთო. ჰუმანიტარული პირობები სრულიად მიუღებელია და უნდა გაუმჯობესდეს, რაც მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტითაა შესაძლებელი, თქვა ბულმანმა გერმანიის რადიოსთან საუბარში და დასძინა, რომ მთლიანობაში მას არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისრაელი ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს იცავს.
ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი სარჩელი, რომელიც ამ ქვეყანამ ჰააგის – გაეროს სასამართლოში შეიტანა. დეკემბერში მან სასამართლოს მიმართა ღაზის სექტორში ომის დროს გენოციდის შესახებ კონვენციის სავარაუდო დარღვევის გამო.
სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, ისრაელს დაევალა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული გენოციდი.
გაეროს მონაცემებით, რეგიონს ემუქრება შიმშილობა, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ გაფართოვდა.
6 მარტს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, რასაც უნდა მოჰყოლოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა.
7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი ჰამასის ხელში რჩება. ღაზაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციის განმავალობაში, ღაზის სექტორში ადამიანების რიცხვმა, რომელთა სიკვდილი დადასტურებულია, 30700-ს გადააჭარბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს