დელიში მეტროსადგურთან მანქანა აფეთქდა, არის მსხვერპლი

დელიში მანქანა აფეთქდა მეტროსადგურ “წითელ ფორტთან” და ამავე სახელის მქონე ისტორიულ ციტადელთან. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი, დაჭრილია 26-მდე პირი – იუწყება გამოცემა The Times of India.
აფეთქება მოხდა 10 ნოემბრის საღამოს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის იმდენად მძლავრი იყო, რომ რამდენიმე მეტრის რადიუსში მდგომი მანქანების ფანჯრები დაიმსხვრა. რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. დედაქალაქში გამოცხადდა მზადყოფნის მაღალი რეჟიმი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება