ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “ინდიანა პეისერსი” 128:116 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 22:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 24 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
“პეისერსიდან” ჯორდან ნვორამ 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 გამარჯვებითა და 5 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს. “მეჯიქი” მომდევნო მატჩს
22 ნოემბერს, “ტორონტო რაპტორსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ინდიანა” 7 მოგებითა და 5 წაგებით მე-7 ადგილზეა. “პეისერსი” 22 ნოემბერს “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.