ასე გადაიქცნენ ადამიანები ნაძვის ხეებად და თოვლის ბაბუებად — Tesco-ს სახალისო რეკლამა

სუპერმარკეტების ქსელი Tesco წელს უჩვეულო ვიდეორგოლით აღნიშნავს შობას და საზოგადოებას მოუწოდებს, უფრო მეტად შეიგრძნონ ეს დღესასწაული. სიუჟეტის ამოსავალ წერტილად კი ის ფაქტი იქცა, რომ ბევრი ჩვენგანისთვის ახალი წლის სამზადისი გაცილებით ადრე იწყება — ალბათ, ნოემბრის პირველივე რიცხვებიდან… თუმცა ზოგიერთი ამ განწყობას ნაკლებად იზიარებს და მხოლოდ ორი დღით ადრე ახსენდება, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება.
„გვინდოდა, საბოლოო შედეგი სასაცილო და სახალისო ყოფილიყო, რათა სრულად გადმოგვეცა სადღესასწაულო სამზადისის განწყობა. გვსურს, ყველაფერში მეტად იგრძნობოდეს შობა“. და ზუსტად ამ იდეის შესაბამისად იქცევიან ვიდეორგოლში ადამიანები ნაძვის ხეებად, თოვლის ბაბუებად, მარხილის ირმებად და ა. შ.