ლიეტუვის დაზვერვა – რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

რუსეთს ში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის დაზვერვა ავრცელებს.
ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს, რათა არსებული ინტენსივობით უკრაინაში ბრძოლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში განაგრძოს.
„ამავდროულად, ს ფედერაცია ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იგი თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს“, – ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში.
ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო.
„ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება ათი წელიც კი გაგრძელდეს“, – აცხადებს ლიეტუვის დაზვერვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი