ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “სიტიმ” “კოპენჰაგენს” უმასპინძლა, 3:1 გაიმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი თავის სასარგებლოდ ანგარიში 6:2 დააფიქსირა და მეოთხედფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური გუნდი “ბარსელონას” შემდეგ გახდა მეორე კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 30+ თამაშია არ წაუგია.
“სიტი” სახლში უკვე 30 მატჩია არ მარცხდება, 2013/18 წლებში კი “ბლაუგრანამ” ეს მიჯრით 38 თამაშში მოახერხა.