საქართველოში მცხოვრები რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების 77% ბინას ქირაობს, 5%-ს კი საკუთარი აქვს

საქართველოში მცხოვრები ს და ბელარუსის მოქალაქეების 77% ბინას ქირაობს, 5%-ს კი საკუთარი აქვს. ინფორმაციას Galt & Taggart-ი თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის და ბელარუსის დაახლოებით 90,000 მოქალაქე ცხოვრობს
საქართველოში ამჟამად, რომელთა 77% ბინას ქირაობს, 14% მეგობართან ან ნათესავთან ცხოვრობს, 5%-ს საკუთარი უძრავი ქონება აქვს.
რუსეთის მოქალაქეების წილი შერჩეული დეველოპერების უძრავი ქონების ნასყიდობებში 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.
Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს, რომ 2023 წლის მარტიდან ქირებმა შემცირება დაიწყო და 5.7%-ით შემცირდა ოქტომბრისთვის. მოსალოდნელია რომ ქირების კლება ახლო მომავალში გაგრძელდება.
უძრავი ქონების ქირის შემოსავლიანობამ 11.9% მიაღწია 2023 წლის მარტში, თუმცა მას შემდეგ იკლებს და ოქტომბრისთვის 11%-ს შეადგენს.
ზოგადად, ქირის შემოსავლიანობა მაღალია თბილისში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად.
ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თბილისში უძრავ ქონებას ქირაობს ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მიგრანტების წილი დაახლოებით 26%-ია.