ფსიქოტროპული წამლების რეცეპტები თანხის სანაცვლოდ | კახეთში სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი ამხილეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მხილებულია სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი. მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს.