გიორგი რუხაძე – პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო

პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, ს მედიასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გიორგი რუხაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები აღარ იყო მკაცრი, რადგან ხელისუფლება აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც ადრე იყო.
„პრეზიდენტი იყო საკმაოდ მკაცრი რაღაც პერიოდის განმავლობაში. პრეზიდენტის სიმკაცრე აქტიური ხდება ხოლმე მაშინ, როცა ხელისუფლება აკეთებს რაღაცას ისეთს, რაც პირდაპირ ან ირიბად აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს იყო საეტაპო ინტერვიუ. ჩემი აზრით, ეს უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო. საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი დღეს აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც ადრე იყო. შესაბამისად ქალბატონმა პრეზიდენტმაც ცოტა არ იყოს „ტაიმაუტი“ აიღო“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
გიორგი რუხაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი თანამდებობას ვადაზე ადრე, მას პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მაინც შეუძლია.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არ აპირებს დატოვოს თანამდებობა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია, ან არ შეასრულებს მაკონსოლიდირებელ როლს პროევროპული ძალებისთვის, მან თავისი მისიის მთავარ ღერძად უკვე განსაზღვრა კანდიდატის სტატუსის მღება და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლა“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.