პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე – ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან მოდის წინადადებები, ზეწოლები – ჩარევები არ “მოსულა” – ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე, “მაგრამ” არ არსებობს

ეს [შეწყალება] არის ჩემი დისკრეციული უფლება – არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები – ჩარევები არ “მოსულა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ს შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, პრეზიდენტი ასე პასუხობს: “არ ყოფილა, არ არის მოთხოვნა და მე ჰიპოთეტურ კითხვებზე არ ვპასუხობ”.
“მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ “მოსულა”. ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, “მაგრამ” არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.