მედია ოდესაში საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკის კორტეჟზე თავდასხმის მცდელობაზე იუწყება

რუსეთმა ოდესა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს დაბომბა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Protothema წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი სამხედროების სამიზნეს უკრაინის პრეზიდენტის ს კორტეჟი წარმოადგენდა.
აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც ის საბერძნეთის დელეგაციისგან 150 მეტრის მოშირებით იმყოფებოდა.
გამოცემის წყაროების ცნობით, საბერძნეთის დელეგაციიდან არავინ დაშავებულა.
“არანაირი პრობლემა არ არსებობს პრემიერ-მინისტრისა და ბერძნული დელეგაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით”, – განაცხადეს გამოცემასთან სამთავრობო წყაროებმა.
რუსების მხრიდან სარაკეტო დარტყმის მიუხედავად, ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისს შორის ოდესის პორტში შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ