„როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციის ენჯეოები LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე? ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს

„როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციის ენჯეოები LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე? ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს
„ხელისუფლების მხრიდან კედელთან მიყენებული ოპოზიცია გზებს ეძებს, როგორ დააღწიოს თავი მათთვის გამანადგურებელ პროცესს,“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია დახმარებას, მათივე პარტიული ენჯეოებიდან ელის.
„ხელისუფლების მხრიდან კედელთან მიყენებული ოპოზიცია გზებს ეძებს, როგორ დააღწიოს თავი მათთვის გამანადგურებელ პროცესს. ამაში დახმარებას, როგორც ყოველთვის, მათივე პარტიული ენჯეოებიდან ელიან. თუმცა, არასამთავრობო სექტორი აგვიანებს. რა ქნან? ისინიც ჩიხში არიან. კარგად იციან, რომ შარშანდელივით ამბოხი არ გამოუვათ, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მოუტანს ამ ინიციატივის ავტორებს.
სწორედ ოპოზიციის არასამთავრობო სექტორმა მოაწერინა ხელი 15 პოლიტიკურ პარტიას ვითომდა LGBT უფლებების დაცვაზე, სინამდვილეში კი მათი იდეოლოგიის გავრცობაზე საქართველოში.
გვაინტერესებს, რა განსხვავებებს შემოგვთავაზებენ უფლებრივ დაცვასა და პროპაგანდას შორის, სად დადებენ ზღვარს პირად ცხოვრებასა და სხვისი ცხოვრების მართვას შორის?
როდის დაარღვევენ მდუმარებას ოპოზიციური ენჯეოები? როგორც ჩანს, ვერც მათმა დამფინანსებლებმა მოიფიქრეს რამე, თორემ პიონერულ გამოხტომებში, რომ ბადალი არ ჰყავთ, ამის შემსწრე ბევრჯერ ვყოფილვართ. მოკლედ, ველოდებით მათ შეფასებებს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე Facebook-ზე.
Previous: ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული