ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – არჩილ თალაკვაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე
ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივაში, ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის ჩართულობას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში უნდა ჩამოყალიბდეს.
„როდესაც გააცნო მამუკა მდინარაძემ ეს ინიციატივა საზოგადოებას, მან ამომწურავად ისაუბრა არგუმენტებზე და რაც მთავარია, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა, ჩაერთონ განხილვაში. შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და მოსაზრებები წარადგინონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით რაც აშკარად ჩანს, არის ის, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ჯგუფები თავს იკავებენ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულებების გასაჯაროებაზე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ასევე, ეს კანონპროექტი უნდა ჩამოყალიბდეს და შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას