კოსტა სანიკიძეზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

მომღერალ კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია – ის 24 წლის გიორგი გველესიანია. ამ დრომდე უცნობია რა გახდა თავდასხმის მოტივი.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სანიკიძე გონს მოვიდა, თუმცა, პოლიციელებმა მისი გამოკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო ვერ შეძლეს. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არ გამოუკითხავთ არც მისი ოჯახის წევრები.
“მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. რაც მთავარია, აპარატიდან მოიხსნა და კონტაქტურია, თუმცა მაინც, მიყენებული ჭრილობებიდან გამომდინარე, რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა. როგორც გავიგე, უნდოდათ დაკითხვა. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია დაკითხვა, ამ ეტაპზე. არავინ არ გამოუკითხავთ, როგორც ვიცი”, – ამბობს სანიკიძის მეგობარი, კოკა კობალაძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი თეკლათის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მომხდარს შეესწრო სანიკიძის დედა და მცირეწლოვანი ბავშვი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.