ისრაელი ავრცელებს ვიდეოს, რომლის მიხედვითაც 7 ოქტომბერს ალ-შიფას საავადმყოფოში მძევლები შეჰყავთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს CCTV ვიდეოები და ფოტოები, რომელთა მიხედვითაც, “ჰამასის” მებრძოლებს 7 ოქტომბერს ალ-შიფას ჰოსპიტალში მძევლები შეჰყავთ.
IDF-ის სპიკერმა კონტრადმირმა დანიელ ჰაგარიმ წარადგინა ორი მოკლე ვიდეო, რამდენიმე ფოტოსურათთან ერთად, რომლებშიც ჩანს “ჰამასის” მებრძოლების გადაადგილება მძევლებთან ერთად, რომელთაგან ერთი ნეპალიდანაა, ერთი ტაილანდიდან.
CCTV-ს ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მძევლების შეყვანა საავადმყოფოში მთავარი შესასვლელიდან, თქვა ჰაგარიმ. მძევლებს შენობაში ძალის გამოყენებით ატარებენ.
ჰაგარიმ არ განმარტა, თუ როგორ მოიპოვა IDF-მა ვიდეოები, თუმცა მან თქვა, რომ ს დაზვერვის ოფიცრები მონაწილეობდნენ საავადმყოფოში მძევლების პოვნის მცდელობის ოპერაციაში.