ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება “NGO Georgia”, გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო

ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად “მასწავლებელი” იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თქმითაც, „ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და მერე ჩვენ მოგვიწოდონ – საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“.
აბაშიძის თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ იქნება გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.
„ჩვენი სუვერენული სახელმწიფო არ და ვერ იქნება “NGO Georgia”, გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო.
ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად “მასწავლებელი” იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.
ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას და ვეტოს უფლების გაუქმებას. აქტიურია იდეა, რომ ევროკავშირმა უარი თქვას კონსენსუსურ (ერთსულოვან) კენჭისყრაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.
ეს თავხედობა თავად ევროპის მცირე და სუვერენულ ქვეყნებს ვერ გაუგიათ და კანდიდატმა საქართველომ როგორ უნდა აღიქვას?.. “- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო