შალვა პაპუაშვილი – ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი დუმს, სივრცე ღიაა, ვიმსჯელოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებოდნენ.
მისი თქმით, “დღეს ვხედავთ, რომ „ენჯეო“ სექტორი ჩუმად არის, თუმცა მათ ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ”.
„მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ერთობლივი განცხადებაც კი იყო ამასთან დაკავშირებით. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი. ეწინააღმდეგებოდნენ იმ არგუმენტაციით, რომ დაშვებული უნდა იყოს, მათ შორის შესაძლებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების. დღეს ვხედავთ, რომ „ენჯეო“ სექტორი ჩუმად არის, თუმცა ისინი სხვა დროს არ იყვნენ ჩუმად, ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ უკვე და პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ შემდეგ რაღაც განცხადებების კეთება. ჩვენ აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან შემდეგ რთულია ამ მანკიერი წრის გარღვევა. დრო არის, სივრცე ღიაა, რათა ვიმსჯელოთ, როგორ მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან იყოს დაცული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა