მარიამ ქვრივიშვილი – პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გუდაურში არსებული მთის ინფრასტრუქტურა როგორც წელს, ისე მომავალშიც მოემსახურება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობას, როგორიცაა მსოფლიო თასები და ჩემპიონატები.
„ყოველივე ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სამთო კურორტების სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი იზრდება, მას სტუმრობს კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე, განთავსების ობიექტების დატვირთულობასა და რა თქმა უნდა, იმ შემოსავლების ზრდაზე, რომელიც დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც წარმატებით ჩაატარა გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.
„აღინიშნა, რომ გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რადგან სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. აღსანიშნავია, რომ სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და მსოფლიოს სხვა წამყვანი სამთო-სათხილამურო ქვეყნები“, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის