სერგეი ნარიშკინი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ს კომენტარები სახიფათოა, – ამის შესახებ ს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ევროპის ლიდერების, „ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობის მაღალ დონეს აჩვენებს“.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო და უფრო იშვიათი ხდება ის, რომ ისინი საერთოდ რაიმე საღი აზრის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია. ისინი ბირთვული ომის ზღვარზე მიგვიყვანენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.

ასევე დაგაინტერესებთ