აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე შვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ გუდავამ, მას შემდეგ რაც მისი შვილის გარშემო ნარკოსკანდალი აგორდა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
,,მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან.“

ასევე დაგაინტერესებთ

„ძლიერი საქართველო“ – ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა იცავდა საკუთარ ლეგიტიმურ, სახელმწიფო ინტერესებს – ივანიშვილის რეჟიმის განცხადებები აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს და იზოლაციისკენ უბიძგებს ქვეყანას