გაეროს ბირთვული სააგენტოს დირექტორი რუსეთში ვიზიტს გეგმავს და კრემლისგან დასტურს ელოდება

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ სამშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, რუს ოფიციალურ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განცხადება ორშაბათს, ვენაში გააკეთა, სადაც სააგენტოს მმართველთა საბჭოს 35 წევრი გიეგმიური შეხვედრისთვის შეიკრიბა. კრემლისგან გროსის ვიზიტთან დაკავშირებით დასტური ჯერ არ გავრცელებულა
”სიტუაცია კვლავ ძალიან მყიფეა,” – განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურათან დაკავშირებით.
ევროპის უდიდესი ატომური სადგურის უსაფრთხოებას, „უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, თქვა მან.
გროსიმ აღნიშნა, რომ “განზრახვა” პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინტან პირადი შეხვედრა იყო, თუმცა დასძინა, რომ როგორც მოლაპარაკების მასპინძელი, კრემლი ვიზიტს ოფიციალურად დაადასტურებს.
გროსი პუტინს ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეხვდა.
რაფაელ გროსი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით თებერვალში იმყოფებოდა, როცა მან გადაკვეთა ფრონტის ხაზი და პირადად ეწვია ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს. უკრაინაში ყოფნის დროს, ისე ასევე შეხვდა პრეზიდენტ ს.