გარდაბნის მერია – მუნიციპალიტეტში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი დასრულდა

კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ლევან ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
„პროექტის ფარგლებში შეიცვალა კაბინები, დიზაინი, მართვის კარადა, განახლდა უსაფრთხოების სისტემები, სამანქანო განყოფილებაში და შახტში დამონტაჟდა სტაციონარული განათება, გამოიცვალა ყველა ე.წ. ბაგირი, ელექტროსადენი და გამოძახების ღილაკები.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ გარდაბნისა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო და შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა.
ჯამში 21 ერთეული, მწყობრიდან გამოსული ლიფტი ჩანაცვლდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ლიფტებით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს