მამუკა მდინარაძე – ხაზარაძე ბოდიალობს, ჩარჩენილია 37-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაში და უნდა, ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს – მაშინ ციმბირში ასახლებდნენ, ამან მოსკოვში გადასახლება დააანონსა

მამუკა ხაზარაძე ბოდიალობს, ის ჩარჩენილია 1937-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაში და უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს – ეს ოდნავ ჰუმანურია, რადგან მაშინ ციმბირში ასახლებდნენ და ამან მოსკოვში გადასახლება დააანონსა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერი ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში.
„ვინმემ გაიგეთ პროკურორი რა შუაშია? – მე გავიგე. ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში, თავის დროზე სადაც იყო და ჰქონია, რომ პროკურორი ასახლებს ადამიანებს და ეს დააანონსა მან. კომუნისტების პერიოდშიც კი რომ აღარ იყო გადასახლება პროკურორის მიერ სასჯელისა და სანქციის სახე, იქ არის ჩარჩენილი. თავისი ღრმა ბავშვობის დროსაც კი აღარ იყო მგონი ეს სანქცია. 1937-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაშია ჩარჩენილი და უნდა, რომ პროკურორს გადაასახლებინოს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ოდნავ ჰუმანურია 1937 წლის მიდგომასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაშინ ასახლებდნენ ციმბირში და ახლა ამან დააანონსა მოსკოვში გადასახლება. ეგ არის განსხვავება”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ