უკრაინა: საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 22 რუსული დრონიდან 18 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკანასკნელ 24 საათში ს მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 22 შაჰიდის ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ს ტერიტორიიდან, ბალაკლავას რაიონიდან გაუშვეს.
მათივე ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა სარეკრეაციო დაწესებულების შენობა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ არ ფუნქციონირებს.
გარდა ამისა, რეკრეაციულ ზონაში დაზიანდა რამდენიმე გარე ნაგებობა, ასევე, ერთ-ერთი კერძო სახლი. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.