ეროტიკული ჟურნალის, Playboy-ს მექსიკური გამოცემის ყდაზე, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მოდელი სამანტა ევერლი მოხვდა.
თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მექსიკური გამოცემა ყდაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მოდელის ფოტოს განთავსებას გეგმავს. როგორც გამოცემის წარმომადგენელი ამბობს, განცხადების შემდეგ ევერლის პოპულარობა “არნახულად გაიზარდა”. ამ დროისთვის ვირტუალურ მოდელს სოციალურ ქსელ Instagram-ში 120 000 მიმდევარი ჰყავს.
მექსიკურმა გამოცემამ ასევე გამოქვეყნა AI მოდელის “ბიოგრაფია” და “ინტერვიუ”.
“ბიოგრაფიის” მიხედვით ევერლი 23 წლის ამერიკელია, რომელიც “აღიარებს ადამიანის შემოქმედებას და შურს იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ ტაკო”.
“ჩემთვის დიდი პატივია Playboy-ს გარეკანზე მოხვედრა, რომ შემეძლოს ოცნება, ვიტყოდი, რომ ჩემი ოცნება ახდა”. – “ამბობს” მოდელი.