ასტროლოგებმა 2023 წლის დეკემბრისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი დაასახელეს, რა დროსაც გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ

2024 წლამდე რამდენიმე კვირა დარჩა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელი ბევრ ადამიანს არაერთ ცვლილებასა და სიახლეს ჰპირდება. თუმცა, იქამდე, შესაძლოა, დეკემბერიც რადიკალური გადაწყვეტილებების პერიოდი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რო დეკემბრის თვეში პლანეტა პლუტონი თხის რქისა და მერწყულის ნიშნებს შორის იქნება. ასტროლოგების თქმით, ეს პოზიცია, შესაძლოა, ბევრი ჩვენგანისთვის გრანდიოზული ცვლილებების ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს.
თვის 20 რიცხვამდე ალბათ, ბევრი ჩვენგანი ემოციურ არასტაბილურობას, მომატებულ შფოთვას, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ სწრაფვას, კომუნიკაციის გართულებასა და უძილობას განიცდის. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ეს საუკეთესო პერიოდია, რომ საკუთარი გრძნობები და ემოციები გამოხატოთ, საყვარელ ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდეთ, მიიღოთ მათგანაც სითბო და სასიამოვნო განწყობით დაიმუხტოთ.
დეკემბრის თვის პირველივე დღეს მერკური თხის რქის ნიშანში შედის. ასტროლოგების თქმით, ეს საუკეთესო პერიოდია ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებსაც თვითგანვითარება სურს. აზროვნება და გონება გაცილებით სხარტია და ყველა გაფანტული იდეა თავის ადგილზე ბრუნდება. საბოლოოდ განსაზღვრავთ, რაზე უნდა კონცენტრირდეთ და რა მიმართულებით გსურთ განვითარება. ამიტომ, ახალი ცოდნის მისაღებად, მასტერკლასებსა და ტრენინგებზე დასასწრებად, სამსახურში თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების სრულად გამოსავლენად შესანიშნავი დროა.
13 დეკემბერს ახალი მთვარეა. ასევე, ამავე რიცხვში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 12, 13 და 14 დეკემბერს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგანაც ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იქნება, რა დროსაც შესაძლოა, ემოციების გაკონტროლება გაგიჭირდეთ და მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგსაც შემდეგ ინანებთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, ამ დღეებში იმატებს გზებზე შეფერხებების, ავარიების რისკები, ამიტომაც მოგვიწოდებენ, ამ მიმართულებითაც ყურადღებით ვიყოთ…. წაიკითხეთ ვრცლად..
ასევე ნახეთ:
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ „ჩცდ“-ს მსახიობს ხელი სთხოვა
ეს ორი გარეგანი სიმპტომი შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს – გარეგნობის რა ცვლილება არ უნდა გამოგვრჩეს
„მითხრა, თუ გენატრები, მოდი დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ მოსვლამდე ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო…“ – შვილმკვდარი დედის დაუჯერებელი ამბავი