პოსტ ფაქტუმი ამერიკაში საქართველოს მეგობარს ესტუმრა. მწერალი და ისტორიკოსი პიტერ სკინერი კიდევ ერთი ჯორჯიით 20 წლის წინ დაინტერესდა, შემდეგ უფრო ჩაუღრმავდა ჩვენს ისტორიას, კულტურას, შემდეგ საქართველოშიც ჩამოვიდა და მისი კარიერის ბოლო ათწლეული ლამის მთლიანად საქართველოს მიუძღვნა.
მისი კვლევების ინტერესებშია როგორც რუსულ იმპერიალიზმთან ქართველი ხალხის ბრძოლა, ისე ისტორიის აქამდე უცნობი ფურცლების გაცოცხლება და მაშინდელი მოგზაურებისა და მკვლევარების მივიწყებული ჩანაწერების მოძიება. მოგზაურობა დროსა და სივრცეში, რომელიც სტარტს ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკიდან იღებს.
