გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა.
TV25-ის ინფორმაციით, 27 წლის კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა.
“მთავარი არხის” ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
