მიხეილ სარჯველაძე – ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით

ერთიანი ოპოზიციის კრიტიკა გათვლილია პიარზე, მათ შორის, ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით – ყველა რეიტინგი იმისგან საპირისპიროზე მიუთითებს, რასაც ოპოზიცია აცხადებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ანტიკორუფციული მიმართულებით “ძალიან სერიოზული წარმატება გვაქვს, რომელიც უწყვეტად გრძელდება”.
“მე არ დავყოფდი ამას ოპოზიციიდან და სამოქალაქო სექტორიდან კრიტიკად, მე ვიტყოდი რომ ეს არის ერთიანი ოპოზიციური კრიტიკა. ოპოზიციას სამწუხაროდ, აქვს ასეთი დღის წესრიგი, როდესაც ისინი ობიექტურობას კარგავენ და სუბიექტურად კამათობენ საკითხების ირგვლივ, რომელთა დაკავშირებითაც, ჩემი ვარაუდით, თავადაც კარგად ხვდებიან, რომ მათი კრიტიკული მოსაზრებები არის არაარგუმენტირებული და გათვლილია უბრალოდ პიარზე, მათ შორის ვიღაცის შეცდომაში შეყვანაზე, რომ თითქოსდა რაღაც უბედურება ტრიალებს ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით. როდესაც ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას ანტიკორუფციული ეფექტიანობის თვალსაზრისით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა რეიტინგი იმისგან საპირისპიროზე მიუთითებს, რასაც ოპოზიცია აცხადებს. ქვეყანაში მართლაც ძალიან სერიოზული წარმატება გვაქვს ანტიკორუფციული მიმართულებით, რომელიც უწყვეტად გრძელდება…
ეს არ არის უნივერსალური და დოგმატური მიდგომა ამასთან დაკავშირებით, რომ გინდა თუ არა, ყველა ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს აღჭურვილი საგამოძიებო კომპეტენციით. შეიძლება ეფექტიანი სისტემის არსებობა ამ პრინციპის გარეშეც. მე პირადად მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო მაღალი შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის სხვა სექტორების ეფექტიანობა, თუკი მას არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა