ფეხზე ადგა, პირჯვარი გადაიწერა და უსულოდ დაეცა… – რას წერენ სასამართლოს დარბაზში გარდაცვლილი ადვოკატის შესახებ

ჟურნალისტი და ადვოკატი ელზა ჯმუხაძე კოლეგის შესახებ, რომელიც სასამართლოს დარბაზში, მოულოდნელად გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

ადვოკატთა მრავალრიცხოვან არმიაში თავისი სილამაზით, სიკეთით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით გამორჩეული,  ყველასთვის ძვირფასი ია რეხვიაშვილი…

პროცესზე შესვლამდე თქვა, შეუძლოდ ვარო, დარბაზში მოსამართლის შემოსვლის დროს ფეხზე ადგა…პირჯვარი გადაიწერა და ღონე წართმეული, უსულოდ დაეცა…

დღეს 4 საათიდან მეტეხის ტაძარში იქნება დასვენებული

ხვალიდან რაჭა დაიტირებს და 5 მარტს მიიბარებს მშობლიური მიწა

რაღაცნაირად, სხვანაირად რომანტიკული იყო და ასევე რომანტიკულად, ლამაზად საოცრად, უწვალებლად და უცბად წაიყვანა უფალმა

ნათელში იყავი, ია…. – წერს ელზა ჯმუხაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია