პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით –

პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით –
პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება – დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან მომავალი თაობის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ქართული საზოგადოების, მისი უმრავლესობის, 90%-ზე მეტია ეს რიცხვი, აზრია, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან. უარი ვუთხრათ პროპაგანდას და თანხმობა ვუთხრათ უფლებების დაცვის ძალიან მაღალ ხარისხს. ძალიან მოკლედ, სლოგანივით შეიძლება ვთქვათ, არა პროპაგანდას, კი – უფლებებს.
ვფიქრობთ, ჯერ დაველოდოთ, ეს ჩვენი ოპონენტი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, სხვადასხვა სოციუმი, მათ შემოთავაზებას, როგორ მიაჩნიათ სწორად. როგორ უნდა გაიმიჯნოს და როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მავნე ზეგავლენისგან.
ძალიან რეალურია პროპაგანდის ხარისხი, „ნიუსები“, რაც ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის; ერთნაირსქესიანთა ქორწინებების დაკანონების მცდელობები ძალიან რეალურია. ჩვენ 2017 წელს გვეუბნებოდნენ, რა საფრთხეა ახლა ისეთი, ამას კონსტიტუციაში რატომ წერთ. დღეს ხომ მივხვდით, საფრთხე რა იყო…
დღეს ჩვენ ამოქოლილი გვაქვს ის ხვრელი, სადაც შესაძლოა, ვიღაცამ მოგვთხოვოს, რომ დავაკანონოთ. პრინციპულად არ დავაკანონებთ და ვერც დავაკანონებთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ პრევენციებს ჩვენ კიდევ გავაკეთებთ და მომავალში გამოგვადგება – დავაზღვევთ საზოგადოებას ამ მავნე შედეგებისგან“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირდება.
Previous: ქართველ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დაცვა არ სჭირდება იმისგან, რომ უცბად კაცს კაცი შეუყვარდეს და ქალს – ქალი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს