ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ “ტენერიფეში” დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. “ტენერიფემ” ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ “გრანადას” უმასპინძლა და 89:83 დაამარცხა.
შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. “ტენერიფეს” 15 ქულით მარსელინიო უერტასმა ულიდერა.
“ტენერიფეს” 23 ტურში 14 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება.
GBF