ლა ლიგის 27-ე ტურში “ვალენსიასა” და “რეალის” მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის – მან 3 დარტყმა მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როდესაც ბელინგემს არ გაატანინა. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მანსანომ იქამდე თამაში დაასრულა. “სამეფო გუნდის” აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბარათი უჩვენა. საერთოდაც, ამ მატჩში ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო.
ვალენსია – რეალი 2:2
გოლები: 1:0 დურო (27), 2:2 იარემჩუკი (30), 2:1 ვინისიუსი (45+5), 2:2 ვინისიუსი (76)
33წუთზე,ვალენსიას ფეხბურთელმა პარტნუირს პასი მიაწოდა.ვინისიუს ჯუნიორი აშკარად ხედავდა,რომ მას ბურთი უკვე აღარ ჰქონდა,მაგრამ მაინც დაეჯახა უკანიდან და საკმაოდ მტკივნეულადაც დაეჯახა.მსაჯმა მომენტი გაატარა და ჯარიმა არ დანიშნა,რაკი ბურთი ვალენსიას ჰქონდა,მაგრამ პაუზის დროს,ვთვლი,რომ ის გასაფრთხილებელი იყო,პროვოკაციული უხეშობის გამო.მეორე ტაიმში მან გაფრთხილება მაინც მიიღო,მაგრამ ეს მხოლოდ პირველი გაფრთხილება აღმოჩნდს.არადა შეოიძლებოდა მეორეც გამხდარიყო.პირველი ტაიმისა დმატებული დროის ბოლოწამებზე,რეალმ ბურთი კუთხურზე მოიგერია,მსაჯმა კი ჩაწოდების საშუალება აღარ მისცა და ტაიმი დაამთავრა.მეორე ტაიმში კი,მსაჯმა ისეთი რამე გააკეთა,რისი მსგავსიც,1978 წლია შემდეგ არ მინახია:მაშინ,1978 წლის ,არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონატზე,მსაჯმა მაშინ ჩასტვინა,როცა კუთხურიდან ბრაზილიელების მიერ ჩაწოდებული ბურთი,უკვე ჰაერში იყო.სამწუხაროდ,ზუსტად აღარ მახსოვს,ვის ხვდებოდნენ.აქაც მსაჯმა მაშინ ჩასტვბინა დამთავრება,როცა ბურთი უკვე ჩაწოდებული იყო,ვალენსიას კარის წინ და რეალმა გოლიც შეაგდო.გამოვიდა,რომ ისედაც ემოციურად ძალიან დატვირთული მატჩი,მსაჯმა სკანდალურიც გახადა
პირველი გოლის დროს,მამარდამ სცადა,როორმე ხელი შეეშალა როდრიგოსათვის,რომელიც აუცილებლად გაიტანადა,მაგრამ ბურთი ვინისიუსს მიუვიდა და მანაც იოლად შეაგდო.ეს გიორგის შეცდომა არ იყო,უბრალოდ ვალენსია,მცდელობის მიუხედავად ვერ გადაარჩინა.მეორე ტგოლის დროს,ხოსელუზე ჩემიაზრით თამაშგარე იყო მისაცემი.კარის წინ იდგა სრულიად თავისუფალი და მეკარის მიერ პოზიციის შერჩევაზე უცილობელ გავლენას ახდენდა.შესაბამისად,ეს პასიური თამაშგარე არ იყო.დიდი ხანია,ვალენსიას ასე დალაგებულად არ უთამაშია და ძალიან ვწუხვარ,დიაჰაბიმ ასე მძიმე ტრავმა რომ მი9იღო.უახლოეს თამაშებში,ვალენსიას ქულათა მარაგი,საფუძვლიანად უნდა შევსებულიყო.დიაჰაბის დამტვრევით კი,ძლივს ცოტა დალაგებული დაცვის ხაზი,ისევ აირევა.ბოლო წუთებზე,ვალენსიას გამარჯვებაც შეეძლო და დამარცხებაც.ასე რომ ფრე,ალბათ მაინც ლოგიკური შედეგი იყო.
იარემჩუკი ქვილითაიას და ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო,სად არის ეხლა იარემჩუკი და სად ჩვენები ყველა ვხედავთ,აი ეს არის პრობლემა,რომ ქართველი ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან!!!!