G ჯგუფში ევროპის საკვლიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ევრო 2024-ის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა.
უნგრეთმა, რომელსაც შესარჩევი ტურნირის ბარიერი უკვე გადალახული ჰქონდა, ბუდაპეშტში 3:1 დაამარცხა მონტენეგრო. დუბლი “ლივერპულის” ნახევარმცველმა სობოსლაიმ შეასრულა.
სერბეთმა საკუთარ მოედანზე 82-ე წუთზე ბაბიჩის მიერ გატანილი გოლით ფრეს (2:2) მიაღწია აუტსაიდერ ბულგარეთთან და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთი როგორც ცალკე ნაკრები პირველად იასპარეზებს ევროპირველობაზე.
სერბეთი ევრო 2024-ის მეჩვიდმეტე მონაწილე გახდა.