უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

სერგეი ლავროვი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. სერგეი ლავროვის ცნობით, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში იგი უნგრეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, პიტერ სიიარტოსა და ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
„ფორუმის მოვლენების გარდა, ორმხრივი შეხვედრები ესვატინის მეფესთან, თურქეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ თითოეულ კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს