ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 31 ნაადრევად დაბადებული ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC ჯანმოზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განმარტა, რომ ბავშვები ახლა რაფაში იმყოფებიან და საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ.
მისივე თქმით, ალ-შიფადან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.
მანამდე ჯანმოში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში 300-მდე პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ