ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი – ფერმერების დასამშვიდებლად ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს

ფერმერების შეშფოთების დასამშვიდებლად ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე კონტროლს გააძლიერებს, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა ადინა ვალეანმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ევროპის მასშტაბით ფერმერები რიგი პრობლემების გამო პროტესტებს აწყობენ, მათ შორის იმის გამო, რასაც ისინი უკრაინის მხრიდან არასამართლიან კონკურენციად მიიჩნევენ.
უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ბევრი ფერმერი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ „სოლიდარობის დერეფნების” გახსნის, საბაჟო მოსაკრებლების გაუქმებისა და სხვა ზომების შემოღებით მათი ინტერესები დაზიანდა.
„საზღვრების ჩაკეტვა – არასდროს არ არის კარგი იდეა, მითუმეტეს მეზობელთან, რომელიც ასე საჭიროებს კავშირს. სანამ შეთანხმებები სათანადოდ სრულდება, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, და ამის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაზე ვმუშაობთ… სხვა სიტყვებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადამზიდველები შეთანხმებების პირობებს არ არღვევენ. რომ მხოლოდ ორმხრივი ოპერაციების შესრულება შეუძლიათ, რომ ტრანზიტის უფლება აქვთ”, – განაცხადა ვალეანმა.
მისი თქმით, ამ ვაჭრობიდან სარგებელი ევროკავშირსაც შეუძლია, ვინაიდან საავტომობილო ტრანსპორტით პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან უკრაინაში ექსპორტი ორნიშნა ციფრებით გაიზარდა, რაც საქონლის მოცულობის ზრდას აღემატება, რომელიც უკრაინიდან ამ ქვეყნებში მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა